პროექტის სახელწოდება: დავითის ხანის
არქიტექტურული ძეგლები
თემა: დავით აღმაშენებლის სამშენებლო საქმიანობა;
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები
მოიძიებენ და გაეცნობიან ოქროს ხანის არქიტექტურ-
ულ ძეგლებს;
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა მოიძიონ მეთორმეტე საუკუნის ეკლესია-მონასტრები,
გაეცნონ მათ ფრესკულ
მხატვრობას, გარე ფასადებს,ბარელიეფს, განსაზ-
ღვრონ მათი გეოგრაფიული
მდებარეობა, სამშენებლო სტილი.
მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი;
ვადები/ ხანგძლივობა:
5 დღე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ
მოძიებული
ინფორმაციის დახარისხებას,მოახდენენ საგნებს შორ-
ის კავშირს,შექმნიან
ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალას, განუვი-
თარდებათ კვლევისა და ანალიტიკური უნარები;
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სასწავლო სახელმძღვანელო, დამატებითი
ლიტერატურა,
ინტერნეტი,კალამი, ფორმატი, აუდიო-ვიდეო მა-
სალები;
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და გავუნაწილებ დავალებებს.
პირველი ჯგუფი :მოსწავლეები
სახელმძღვანელოდან მოიძიებენ შესაბამის მასალას;
მეორე ჯგუფი: მოსწავლეები დამატებითი ისტორიული ლიტერატურის დახმარებით
მოიძიებენ აღნიშნული
ეპოქის ისტორიული ძეგლების არქიტექტურას;
მესამე ჯგუფი: ინტერნეტის გამოყენებით შექმნიან აუდიო და ვიდეო
მასალას;
მოსწავლეები ჯგუფების
მიხედვით მოახდენენ მოძიებული მასალის
პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია,
გეოგრაფია, ხელოვნება,ისტი. ისტორია
IX მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა ქართული
კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებასა და
განვითარების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი : მარიამ ყაულაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mariyaulasvili@
gimail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий